რადიო “აფხაზეთის ხმა” 2007 წელს დაარსდა.
მისი დაფუძნების ძირითადი მიზანია აფხაზეთის მოსახლეობის სწორი ინფორმირება და ომის შემდგომ ჩატეხილი ხიდის და საქართველოს ამ უძველეს კუთხესთან ისტორიული კავშირის აღდგენა.
2008 წლიდან ჩვენი რადიო საქართველოს უდიდესი ნაწილის ლიცენზირებული მაუწყებელია.
( სამეგრელო, აფხაზეთი _ FM -107,2 შიდა ქართლი, თბილისი, იმერეთი, გურია _FM - 98,9 აჭარა _ FM-105,0 ) მაუწყებლობა 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
ვინაიდან კონფლიქტის ზონაში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობა რუსულენოვანია, რადიოს მაუწყებლობა ხორციელდება ქართულ და რუსულ ენებზე.
რადიო გადაცემათა ფორმატი საინფორმაციო-მუსიკალურ, შემეცნებით-გასართობია. ჩვენ არ ვმაუწყებლობთ კომერციული მიზნებისთვის.
If you want to receive the latest news, interesting and funny information, listen to the best music, become the participant of getting and sharing process of information, you have listen to the Radio STAR FM 93.9.
რადიო ”არ დაიდარდო” – ეს არის ჭეშმარიტად ქართული მუსიკის ტალღა, რომელიც უკვე 10 წელია ინარჩუნებს პირველობას მთელ საქართველოში. ჩვენი შემოქმედებითი გუნდისთვის იყო პირველი, ნიშნავს პასუხობდე ყველა რთულ გამოწვევას, იღებდე ჯანსაღ კრიტიკას და უძლებდე მუდამ მზარდ კონკურენციას. ეს არის ყველა ის ასპექტი, სადაც რადიო ”არ დაიდარდო” ლიდერია ლიდერთა შორის. აქ ყველაფერია რაც მსმენელს უყვარს: ოქროს არქივში შემონახული და FM ტალღაზე გაცოცხლებული ლეგენდარული მელოდიები, ყველა დროის საუკეთესო ქართული ჰიტები და ახალი, ჯერ კიდევ უცნობი სიმღერები. მუსიკა, სადაც მთავარი საზომი ხარისხია, სადაც მუსიკალურ გემოვნებას პროფესიონალები ქმნიან, ქმნიან მუსიკას ჭეშმარიტად ქართული მელოდიით.რადიო ”არ დაიდარდოს” უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მან დასაბამი მისცა ახალ ტალღას ქართულ შოუ-ბიზნესში, წაახალისა უამრავი მუსიკოსი შეექმნათ ახალი სიმღერები და გზა გაუსხნა პოპულარობისკენ ახალბედა შემსრულებლებს.
Show more
Usamos cookies para asegurar que te damos la mejor experiencia en nuestra web. Si continúas usando este sitio, asumiremos que estás de acuerdo con ello.AceptarPolítica de privacidad